logo
ENG



ჯაფარიძე ივანიშვილის პოლიტიკაში "დაბრუნებაზე": ეს ქვეყნის საბოლოო რუსიფიკაციას ემსახურება

30 დეკ 202317:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/30/mqn00uecmo61ggu.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში "დაბრუნება" ქვეყნის საბოლოო რუსიფიკაციას ემსახურება. მისივე თქმით, დღეს დადასტურდა, რომ ის არც არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან. 

"დღეს საბოლოოს დადასტურდა, რომ რუსი ოლიგარქი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაშია არაფორმალური მმართველობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია. ბიძინა ივანიშვილი იყო და არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მისი პოლიტიკაში დაბრუნება არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ, საბოლოოდ ქვეყანაში ავტორიტარიზმი გაფორმდეს და მოხდეს ქვეყნის რუსიფიკაცია. 

მინდა, ვუთხრა მას - ქართველი ხალხი 2024 წელს აღარ აირჩევს რუსეთს, აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და ემიგრაციას", - თქვა ჯაფარიძემ ბრიფინგზე. 

ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე "დაბრუნებაა".

ივანიშვილმა მისი "დაბრუნების" რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა - მათ შორის დაასახელა ოპოზიციის "არარსებობა" და "ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა".

 

close დახურვა